დაბალი ხელფასი და ნაკლები მოტივაცია - მედიკოსები ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე

19 სექტემბერი 2019, 20:50 2304 ნახვა

ჯანდაცვის სისტემის საძირკველი და სისტემა რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. პირველადი ჯანდაცვის საფეხურზე ჩართული ექიმების ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ მენეჯერების თქმით მათთვის ხარისხიანი სერვისის მოთხოვნა უბრალოდ სირცხვილია. როგორც გავარკვიეთ ექთნების ხელფასები 180 ლარიდან იწყება, ექიმების 300-დან. საუკეთესო შემთხვევაში საუკეთესო ანაზღაურება 600 ლარია.

არადა სწორედ პოლიკლინიკები და ამბულატორიებია ის დაწესებულებები, სადაც პაციენტს წესით პირველი კონტაქტი აქვს ექიმთან. დაავადების პირველადი კვალიფიციური შეფასება და მისი პრევენცია კი გამართულ სისტემაში გაცილებით იაფი უჯდება მოქალაქეს, ვიდრე შემდგომში მისი მკურნალობა.  საყოველთაო ჯანდაცვა, მედიკოსების ანაზღაურება და ჯაჭვი ხარისხთან - საიდან უნდა დაიწყოს სახელმწიფომ? თეონა თურმანიძე არკვევდა.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში