ეს იყო გავრილოვის დღე და პარლამენტის შტურმის ღამე - გიორგი გახარია 

20 სექტემბერი 2019, 13:16 1633 ნახვა

„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა და ჩვენებას მისცემს“,- უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. მედიის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ 20 ივნისის აქციაზე ჰკითხეს. 

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობთ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა. 

''მათი დამზიანებლები არიან დაკავებული. გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული. ეს გამოძიების ნაწილია. მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობას გავარკვევ, ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“,-  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას დამიზნებით სროლის შესახებ, პრემიერმა აღნიშნა: „დამიზნებით ამ აღჭურვილობის სროლა შეუძლებელია, რაღაც მაინც წაიკითხეთ“.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში