აღდგენითი სამუშაოები ქედაში

03 სექტემბერი 2016, 00:00 4729 ნახვა

მესამე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი ქედაში სოფელ ცხმორისში ჩარგაულის უბანში მცხოვრები 12 ოჯახი. სალიკვიდაციო სამუშაოები მას შემდეგ უნდა დაიწყოს რაც ტერიტორიაზე ნიადაგი გამოშრება. სოფელ სირაბიძეებში თენგიზ დიასამიძის საცხოვრებელთან ჩამოწოლილ მეწყერს, მიმდებარე ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს და 2016 წლის 8 ივლისის დასკვნის თანახმად, სახლი ადგილმონაცვლეობას საჭიროებს. თუ რა სახის დახმარება გაეწევა დიასამიძეების ხუთ წევრიან ოჯახს სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ქედაში ორი დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად სულ 15 მეწყრული პროცესი განვითარდა. ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში