ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა

21 სექტემბერი 2019, 12:18 1075 ნახვა

დონალდ ტრამპი ვლადიმირ ზელენსკის 25 სექტემბერს შეხვდება. ამის შესახებ UNN-ი უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგება.

ზელენსკის და ტრამპის შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს. აშშ-ის კონგრესმა ტრამპის მიერ კიევის შესაძლო შანტაჟის მცდელობის გამოძიება დაიწყო,  გუშინ კი  მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეთრი სახლის მეთაურმა ერთ-ერთ კოლეგას სატელეფონო საუბრის დროს შემაშფოთებელი პირობა მისცა, რის გამოც აშშ-ის დაზვერვის  თანამშრომელმა მასზე საჩივარი დაწერა. BBC-ის ცნობით, ეს კოლეგა შესაძლოა სწორედ ზელენსკი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში