გაუფასურებული ლარი- გაძვირებული ყოფა

21 სექტემბერი 2019, 20:30 1854 ნახვა

ლარის გაუფასურების ფონზე გაუარესებული სოციალური მდგომარეობა ქვეყენაში. ,,მთავარი“ მოსახლეობის აზრით დაინტერესდა, რამდენად უარყოფითად აისახა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დოლარის გაძვირება. გვიყვებიან, რომ  სურსათის გარდა გაძვირებულია წამლების ფასი და სხვა,  ყოველდღიური მოხმარებისთის საჭირო ნივთების ღირებულებაც. 

ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ  ოჯახებს ახლა  იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდათ.  

მოსახლეობის ნახევარი  კი უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვასაც  ვერ ახერხებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში