მორიგი სკანდალური შეწყალება - შეფასებები

23 სექტემბერი 2019, 12:06 1233 ნახვა

შეწყალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.   ამ წუთებში გამოძიების შეკითხვებს ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი პასუხობს. პროკურატურაში შესვლამდე დეპუტატმა განაცხადა, რომ იგი მიაწოდებს ინფორმაციას  საგამოძიებო უწყებას იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით არის ჩართული შეწყალების საქმეში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.  მმართველი გუნდი გამოძიების შედეგებს და მთავარ შეკითხვას ელოდება-როგორ მოხდა მძიმე ბრალდებით გასამართლებული პირების შეწყალება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში