თუ ვერ ცნობთ ცხოველებისა და მცენარეების სახეობას, აპლიკაცია დაგეხმარებათ

23 სექტემბერი 2019, 21:40 2152 ნახვა

Seek მობილური აპლიკაციაა, რომელსაც შეუძლია ფლორისა და ფაუნის უცნობი სახეობები ფოტოთი ამოიცნოს და მისი სახელი დაგიწეროთ. აპი საკმაოდ სწრაფად მუშაობს, რაც დამატებითი კომფორტია ცხოველებითა და მცენარეებით გატაცებული ფოტომოყვარულებისთვის.  

პროგრამას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, 30 000 სახეობის ინდენტიფიკაცია შეუძლია.

აპლიკაციისთვის რეგისტრაციის გავლა აუცილებელი არ არის. სჭირდება მხოლოდ ადგილის მინიშნება. 

აპლიკაცია Android და iOS სისტემებზეა ხელმისაწვდომი.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში