ბათუმში საზაფხულო თეატრის წინ ალექსანდრე ხომერიკის ვარსკვლავი გაიხსნა

24 სექტემბერი 2019, 09:37 2453 ნახვა

ბათუმში საზაფხულო თეატრის წინ ალექსანდრე ხომერიკის ვარსკვლავი გაიხსნა, საოპერო მომღერალს და სახალხო არტისტს ბათუმთან ბევრი რამ აკავშირებს, დაიბადა ბათუმში და მისი შემოქმედებითი გზაც ზღვისპირა ქალაქიდან დაიწყო.  

ტენორს არაერთი ცნობილი საოპერო პარტია აქვს შესრულებული,  მათ შორისაა აბესალომი და მალხაზი, ბერდო, ხოზე, ოტელო და სხვა.

1993 წლიდან ხომერიკი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. საოპერო მომღერალი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ასევე არის არაერთი პრემიის ლაურეატი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში