პარლამენტში 6 საათია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს უსმენენ

24 სექტემბერი 2019, 15:03 964 ნახვა

კითხვები წარსულიდან, ისევ  გახმაურებულ საქმეებზე - პარლამენტში 6 საათია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს უსმენენ. ერთ-ერთ შეკითხვა რომელიც მას  რომან გოცირიძემ დაუსვა  ნიკა მელიასთვის  აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა.

დეპუტატმა ჰკითხა თუ ვის მოაწონა მან თავი როცა საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეცვალა და  ნიკა მელიასთვის  ელექტრო სამაჯურის ტარების გადაწყვეტილება მიიღო.  ამ ნაწილში კანდიდატი პოზიციას არ ცვლის და პასუხობს, რომ ახლაც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში