ბათუმის ნავსადგურის შენობაზე მანსარდის მოწყობას გეგმავენ

24 სექტემბერი 2019, 16:56 3158 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ნავსადგურის ყოფილ შენობაზე შპს "აქსერონი" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, მანსარდის დაშენების ნებართვას სთხოვს. 

ესკიზი სააგენტოში დღეს შევიდა, რომლის მიხედვით, შენობის ორივე ფლიგელზე უნდა მოეწყოს მანსარდი, გამოიცვალოს ფანჯრები და შეიცვალოს სახურავი. 

პროექტის სახით უწყებაში დოკუმენტი ჯერ არ შესულა. 

შპს აქსერონი "ნავსადგურის"   მოიჯარედ 2019 წლის 31 ივლისს დარეგისტრიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის გოგებაშვილის 3 ნომერში, ნავსადგურის  1212 კვადრატული მეტრს იღებს იჯარით. 

კომპანიის დირექტორი ირაკლი ღოღობერიძე, რომელიც ბათუმშია რეგისტრირებული. კომპანია კი თბილისში. 

კომპანია ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში სასტუმროს მოწყობას გეგმავს. 23 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ნებართვის გარეშე, ინტერიერში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. გამოიღო ფანჯრები და კარები. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, ობიექტზე მაუწყებლის შეტყობინების შემდეგ  შევიდა. უწყებაში ჯერ გვითხრეს, რომ კომპანია დაჯარიმდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, სააგენტოს დირექტორის, ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, "შესაძლოა კომპანიას მხოლოდ გაფრთხილება მიეღო, რადგან ძეგლზე ჩატარებული უნებართვო სამუშაოები, არ ითვალისწინებდა პირდაპირ ჯარიმას". 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში