აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კონკურსი სასამართლომ შეაჩერა - პოლიტიკური შეფასებები

24 სექტემბერი 2019, 20:21 1494 ნახვა

კონკურსის შეჩერებას გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებს, რომ გიორგი კოხრეიძის ირგვლივ კითხვები ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც  აჭარის კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბორდის წევრად აირჩიეს. ასმათ დიასამიძის აზრით სამართალწარმოების დაწყება მაუწყებელში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“. ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ ეს იურიდიული პროცედურაა და მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. იგი გამორიცხავს ხელისუფლების ინტერესს.  რაც შეეხება ბრალდებებს, მისი თქმით აჭარის ტელევიზია დირექტორის იმპიჩმენტის დღიდან რამდენჯერმე ჩავარდნილი კონკურსისა და დროებითი მართვის პერიოდშიც ობიექტურობას ინარჩუნებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში