მანველიძე, პეტრიძე, ხინთიბიძე, ხალვაში თავისუფალია - ერმაკოვი, ვანაძე, ლომაძე კი პატიმრობაში რჩებიან   

24 სექტემბერი 2019, 20:46 3212 ნახვა

ნაწილი თავისუფალია, ნაწილი პატიმრობაში რჩება -  ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებული მაღალჩინოსნებიდან გირაოს სანაცვლოდ მხოლოდ  4 პირი გათავისუფლდა. საპატიმროს დატოვებენ თენგიზ პეტრიძე, ბაგრატ მანველიძე,  ვლადაიმერ ხინთიბიძე და ბექა ხალვაში.

 მათ 100-ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. პატიმრობაში კი რჩებიან ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერიის საფინანასო სამსახურის ყოფილი უფროსი არჩილ ვანაძე და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე. დავა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში