ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

25 სექტემბერი 2019, 11:11 1180 ნახვა

ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

თუმცა ბესელია აცხადებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საგამოძიებო უწყებაში ვერ  გამოცხადდება. დეპუტატმა  ყოფილ თანაგუნდელებს მესიჯით მოლაპარაკე პარლამენტარები უწოდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკა ბესელია მყისიერად უნდა მივიდეს პროკურატურაში და დაეხმაროს გამოძიებას.

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საკითხი სენსიტიურია და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში