"ჩემთვის ეს სიკვდილ - სიცოცხლის საკითხია" - შეწყალების სკანდალზე დიმიტრი გაბუნია

25 სექტემბერი 2019, 14:49 1546 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია სარჩელს შეიტანს და გამოძიებას მოითხოვს.

„როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, კანონის სრული სიმკაცრით, ყველა ის პირი, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში გარია, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის ეს თემა არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, როდესაც ჩემი ოჯახი არის ამ დღეში, როდესაც მე შემეხო ეს საკითხები. მე არ ვიცი ჯერ ვინ დაგეგმა, ვის სჭირდებოდა ჩემი სახელის და გვარის გარევა, როდესაც გამჭვირვალედ, სტრუქტურულად ყველაფერი ნათელი იყო“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ ერთ-ერთი სუბიექტი, ვის სახელზეც იგი სარჩელის შეტანას აპირებს, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში