238 პირი სალარო აპარატის გარეშე ვაჭრობაში ამხილეს - ერთი კვირის სტატისტიკა

25 სექტემბერი 2019, 15:06 1421 ნახვა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, 16-დან 22 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 356 ფაქტი გამოავლინეს.

მაკონტროლებლებმა სულ 3 032 გადამხდელი შეამოწმეს. 

დაფიქსირებულ დარღვევებს შორის ყველაზე მეტი 238 შემთხვევა, ნაღდი ანგარიშსწორების დროს, სალარო აპარატის არ გამოყენების ფაქტს უკავშირდებოდა. 

ასევე დაფიქსირდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 99 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 19 ფაქტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში