სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი

26 სექტემბერი 2019, 11:29 1022 ნახვა

ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა  გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.  

როგორც პრეზიდენტმა გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე, მაგრამ არ უთქვამს უარი დიალოგზე.  პრეზიდენტის თქმით, არჩეული კურსი და დასახულ გზაზე წინსვლა პასუხია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების.  

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უპირველსად საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, ასევე ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში