რა მიაძახა ბესელიამ დეპუტატებს დაპირისპირების შემდეგ 

26 სექტემბერი 2019, 15:17 4213 ნახვა

ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი დარბაზში შეურაცმხყოფელ ფრაზები ისმოდა. 

სხდომის წამყვანი დავით მათიკაშვილი ბესელიას დარბაზიდან გაყვანას ითხოვდა, ბესელია კი ზარდიაშვილს ნაძირალას ეძახდა. შემდეგ უთხრა, რომ ადეიშვილის ხელის ბიჭი იყო.

ეკა ბესელია ზარდიაშვილს: შენ ამდენი ხანია რომ გითმენ რა გგონია? შენ ადეიშვილი მონავ, ჩმორო... ვის უბედავ მაქ არ გამომიყვანო. შენ ადეიშვილის ღამის მორიგევ. ახლაა აქედან გამასწარი... 

დავით მათიკაშვილი: ღირსეული ქცევით უნდა გამოირჩეოდეს დეპუტატი და არა ისე როგორც თქვენ იქცევით.

ეკა ბესელია ზარდიაშვილს: ნაძირალა შენ ვის უბედავ ამას?

დავით მათიკაშვილი: ღირსეულად, თავშეკავებულად, მთელი საზოგადოება გიყურებთ თქვენ.

ეკა ბესელია ზარდიაშვილს: შენ ნაძირალა, შენ ადეიშვილის ხელის ბიჭო. ნარკოტესტის გამო, რომ გამოგაბუნძულეს.

დავით მათიკაშვილი: მოიქეცით ისე როგორც ღირსეული დეპუტატები დარბაზში იქცევიან. ან მოიქეცით ასე, ან დატოვეთ დარბაზი. ​

ეკა ბესელია მათიკაშვილს: თქვენ თავზე ნუ გაგივიდათ.

დავით მათიკაშვილი: დაატოვებინეთ, დაატოვებინეთ ბესელია დარბაზი. 

 

ფოტო: მთავარი არხი 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში