ზარდიაშვილის ბრალდებებს შეშლილობა, აშლილობა და ჭკუიდან გადასული ადამიანის ბოდვა ჰქვია - ბესელია

27 სექტემბერი 2019, 12:05 1513 ნახვა

დეპუტატი ეკა ბესელია, ვაზო ზარდიაშვილის ბრალდებებზე ამბობს, რომ მას სერიოზულად ვერ უპასუხებს. ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა გუშინ თქვა, რომ ბესელია ''ნაციონალური მოძრაობის'' ნარატივს ატარებს. 

''ამას სამედიცინო ენაზე ჰქვია შეშლილობა, აშლილობა, ჭკუიდან გადასული ადამიანის ბოდვა და არა მძიმე ბრალდება. ვანო ზარდიაშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ სახელდებული პატარა, უღირსი ზონდერი ბიჭი, ჩემზე, რომ იტყვის ''ნაციონალურ მოძრაობას'' ყავდა გამოგზავნილიო. ამაზე თუ თქვენ მე სერიოზულ კომენტარს მომთხოვთ ე.ი მამოწმებთ თუ ვარ საღ ჭკუაზე'' - უთხრა ჟურნალისტებს ბესელიამ. 

გუშინ პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა მოგვიანებით თქვა, რომ ბესელიამ დღეს ყველაფერი იკადრა. 

ეკა ბესელიამ კი ვანო ზარდიაშვილი მიზანმიმართულ პროვოკაციაში დაადანაშაულა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში