უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა სიას ისევ არ ასაჯაროვებს

27 სექტემბერი 2019, 11:24 1038 ნახვა

ვის სურს მრჩეველთა საბჭოს წევრობა?  სრულ სიას უმაღლესი საბჭო  ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. სავარაუდოდ,  ხვალ გახდება ცნობილი ვინ შეიტანა განცხადებები.  რაც შეეხება პროცედურებს,  უმაღლეს საბჭოში  კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც 5 დღის ვადაში გადაარჩევს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა დოკუმენტაციას. განახცადების მიღების ვადა გუშინ 12 საათზე ამოიწურა.

უმაღლესმა საბჭომ სულ 4 კანდიდატი უნდა შეარჩიოს, მათ შორის ორს წარადგენს ფრაქცია ,,ქართული ოცნება“  ერთს ,,ნაციონალური მოძრაობა“  და ერთს ფრაქციის მიღმა დარჩენილი  პარტიები.  ოთხ მრჩეველს - ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირაში ეწურებათ.

რაც შეეხება გიგა ჩხარტიშვილს, ის მრჩეველთა საბჭოს წევრად 2018 წლის 1 ნოემბერს აირჩიეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში