გენპროკურორის მოადგილე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვები გახმაურებულ საქმეებზე დაუსვეს

27 სექტემბერი 2019, 18:06 1444 ნახვა

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის მოსმენა პარლამენტში ჯერ არ დასრულებულა.

ვიდრე მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ მუშაობს, არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც შინაარსის, ასევე გაჭიანურებული გამოძიების გამო.

ბევრ საქმეში საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები. დეპუტატები სწორედ მისი წარსული საქმიანობით დაინტერესდნენ. წინა დღეების მსგავსად განსაკუთრებით კრიტიკული იყო დღესაც ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები.

რა კავშირი აქვს  მამუკა ვასაძეს ოთარ ფარცხალაძესთან და რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე?

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში