საერთაშორისო თანამეგობრობა დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მიესალმება

27 სექტემბერი 2019, 18:04 1770 ნახვა

11 წლიანი პაუზის შემდეგ  ორი ქვეყნის  მთავარი დიპლომატების პირველ შეხვედრას თბილისში  აშშ-ის საელჩო ტვიტერის მიკრობლოგში გამოეხმაურა.  დიპლომატიური მისია   ზალკანიანი-ლავროვის შეხვედრას მიესალმება,  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  კიდევ ერთხელ მხარდაჭერას  უცხადებს და რუსეთს უკანონო ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  

ნიუ-იორკში შეხვედრას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.   ზალკანიანი-ლავროვის პირველ შეხვედრას სრული მხარდაჭერა მოჰყვა ევროკავშირის მხრიდანაც.  

ეუთოსთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში