ლარი არა მარტო დასტაბილურდება, წლის ბოლომდე გამყარებასაც დაიწყებს - ივანე მაჭავარიანი

27 სექტემბერი 2019, 18:19 2169 ნახვა

„ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“ - უთხრა დღეს ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, რომელიც ბათუმში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნაზე ჩამოვიდა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები, ერთობლიობაში შედეგს გამოიღებს. 

ხელს ლარის გაუფასურებას. ეს მცდარი მოსაზრებაა. ჩვენი ფისკალური დეფიციტი არის დაგეგმილის ფარგლებშია. ჩვენი ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ, ლარზე ზეწოლა არაა. თუმცა არაერთხელ ვთქვით, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორები, საგარეო და მათ შორის შიდა პოლიტიკური ფაქტორების, რამაც ეს გამოიწვია.

მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. რასაკვირველია, ჩვენს შორის არის და იქნება კოორდინაცია, უბრალოდ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია ინსტიტუციაა, მაგრამ მე მჯერა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ იყო მონეტარული განაკვეთის აწევა, რასაკვირველია ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს. 

როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ეს დროში გავრცობილი პროცესია. ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ერთი დოლარის ფასი 2 ლარი 95 თეთრია. გუშინდელთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში