საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა - გამყარდება თუ არა ეროვნული ვალუტა?

27 სექტემბერი 2019, 18:10 2118 ნახვა

3 ლარს მიღწეული და კომერციულ ბანკებში ამ ციფრს გადაცდენილი  დოლარის ღირებულება. ოპოზიცია ისევ მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტს და ეროვნული ბანკისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვს.

უმრავლესობის წევრები კი ეროვნული ბანკის გეგმებს ოპტიმისტურად უყურებს.  ცენტრალური ბანკი ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი ამერიკული დოლარის გაყიდვას აპირებს.

რა შედეგს მოიტანს ცენტრალური ბანკის ეს მცდელობა? ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას, უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით სკეპტიკურად უყურებს.
 

ახალი ოფიციალური კურსით, რომელიც ერთი საათის წინ გამოქვეყნდა, ლარი მცირედით გამყარდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში