ქუთაისში სტიქიამ 60 ოჯახი დააზარალა - შექმნილია საგანგებო შტაბი

29 სექტემბერი 2019, 12:30 1806 ნახვა

გადაუღებელმა წვიმამ  მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ქუთაისს. ბოლო მონაცემებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასზე მეტი გამოძახება შევიდა. დაიტბორა სახლები, ცენტრალური საავადმყოფოს სარდაფი, სასტუმროები და სხვა ობიექტები. სტიქიამ 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. რთული ვითარება შეიქმნა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

უხვი ნალექის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა,   ნალექმა ქალაქის ცენტრალური ბულვარიც დატბორა. მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ადგილას. ოზურგეთის რამდენიმე სოფელში,  საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, თუმცა ამ დროისთვის  მშვიდი ვითარებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში