თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და მივიყვანთ ბოლომდე“ 

30 სექტემბერი 2019, 15:22 3505 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში სახლების მშენებლობის შესახებ, დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ მათი დაპირება აუცილებლად შესრულდება და მშენებლობა დაიწყება, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან გამოიყო 4 მლნ ლარი. 

მომავალ წელს კი 20 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება, სულ პროექტისთვის  48 მილიონია გათვალისწინებული.  თორნიკე რიჟვაძის  განმარტებით, ყველა ოჯახი  მიიღებს იმ ფართს, რომელსაც იმსახურებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში