მასწავლებლებს, ბაღების აღმზრდელებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს ხელფასები, პენსიონერებს კი - პენსია ეზრდებათ

30 სექტემბერი 2019, 15:36 1603 ნახვა

მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს ხელფასები, პენსიონერებს კი - პენსია ეზრდებათ. ამის შესახებ საქართველოს მთვარობის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის 20 ლარით ზრდაა გათვალისწინებული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში