სასამართლომ ბათუმის მერიის დადგენილება დისკრიმინაციულად მიიჩნია

30 სექტემბერი 2019, 18:11 1370 ნახვა

დადასტურებული დისკრიმინაცია, თუმცა უარი მეჩეთის აშენების მოთხოვნაზე - ასეთია ორი წლის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მოსამართლემ ისაუბრა დისკრიმინაციაზე, თუმცა ასევე, მიუთითა, რომ ამ სახის მოპყრობა მხოლოდ ამ კონკრეტული აქტის გამოცემის დროს დაინახა სასამართლომ და ეს არაა სახელმწიფოს სისტემური დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ. დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ბათუმის მერია. მუსლიმი თემის წევრები კი აცხადებენ, რომ  ამ გადაწყვეტილებისთვის ლოდინი ღირდა. თემის ირგვლივ არაერთი შეფასება გაკეთდა დღეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში