დისკრიმინაციული და უკანონო - სასამართლოს შეფასება ბათუმის მერიის აქტებზე

30 სექტემბერი 2019, 20:02 1195 ნახვა

წლების წინ დაწყებული დავა და დადგენილი დისკრიმინაცია - მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ დღეს ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის უარი უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია, მას არ დაუვალდებულებია მერია გასცეს ნებართვა. განაცხადა, რომ ეს თვითმმართველობის დისკრეციაა. ეს ორგანო კი სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ანუ ასე ეს პროცესი შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ფაქტია ხელისუფლება მშენებლობას არ თანხმდება, მუსლიმი თემი კი შეთავაზებას - მიწა გადასცენ მუსლიმთა სამმართველოს. ამ შეთავაზების, შეუთანხმებლობის და დისკრიმინაციული მიდგომის გათვალისწინებით, ითქვა, რომ შესაძლებელი იყო მოსამართლე უფრო თამამი ყოფილიყო. ის რაც თამამად ითქვა შემდეგია -  უსაფუძვლოა იმის მტკიცება თითქოს მერია თანაბრად ექცევა ორივე რელიგიის წარმომადგენლებს. ფაქტია ტერიტორიაზე, სადაც მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს საინიციატივო ჯგუფს, არაერთი ეკლესია გვხვდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში