სამხედრო მიუმხრობლობა - „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვა ნატოს დელეგაციის ვიზიტის წინ

02 ოქტომბერი 2019, 20:35 1402 ნახვა

სამხედრო მიუმხრობლობა, მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადება - ეს ის სამი კითხვაა, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ დაკვეთით ბათუმელებს დაუსვეს.

პარტიაში ირწმუნებიან, რომ ხელთ აქვთ 77 ათასი მოქალაქის პასუხი. დიდი ნაწილი კი მათი ინფორმაციით კითხვებზე დადებით პასუხებს სცემს. ყურადღებამისაქცევი კითხვა ეხებოდა პირდაპირ დიალოგს მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან.

ხაზგასასმელია სამხედრო მიუმხრობლობის განმარტებაც ნატოს ხსენების გარეშე - ეს ყველაფერი კი ნატოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში