ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს

02 ოქტომბერი 2019, 22:59 1535 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კახიშვილი კი, რომელიც მანამდე აღნიშნულ პოზიციას იკავებდა, გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა.

ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი, პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში