ამინდი, ბათუმი - ხვალ აჭარაში 29 გრადუსამდე დაცხება

03 ოქტომბერი 2019, 09:37 2339 ნახვა

ხვალ, 4 ოქტომბერს,  აჭარაში მზიანი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, დღის მაქსიმალური ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და სანაპირო ზოლში +27, +29 გრადუსი იქნება, მთაში კი,  +24, +26 გრადუსი. იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი 8-13 მ.წმ

ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი ინდექსი კი ნიშნულით #7

4 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი:

ბათუმი - მზიანი ამინდი. დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +29 გრადუსი.

ქობულეთი - მზიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18 დღისით +27

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +26

ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11 დღისით +25

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +27

გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +6 დღისით +19

ფოტო - 4 ოქტომბრის მაქსიმალური ტემპერატურის მეტეოროლოგიური რუკა.

 

ფოტო: ნათია ოსეფაიშვილი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში