მამუკა ხაზარაძე ქალ მინისტრზე - შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე

03 ოქტომბერი 2019, 13:26 3701 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილზე თქვა, რომ ის ინფრასტრუქტურის აზრზე არ არის, თუმცა ალბათ კარგად აცხობს ხაჭაპურებს. 

“მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ.

შეიძლება ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ივანიშვილს ჰგონია, ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოთ კერძო კომპანიებს, თუ რა სახის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში. ტენდერები არ ტარდება გამჭირვალედ" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძის სექსისტურ კომენტარს, ტაბულა ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში