ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმშია

03 ოქტომბერი 2019, 14:15 2064 ნახვა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიულერი ბათუმშია. თვითმფრინავი საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. 

ნატოს წარმომადგენელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები დახვდნენ. 

როუზ გოტმიულერს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. 

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი იქნება, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.

ნატო-საქართველოს სხდომა სასტუმრო ჰილტონში რამდენიმე წუთში გაიხსნება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში