ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ნატოს რიგით მე-5 ვიზიტი სრულდება

04 ოქტომბერი 2019, 18:11 1802 ნახვა

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ნატოს რიგით მე-5 ვიზიტი სრულდება. დელეგატები საქართველოს რამდენიმე წუთში დატოვებენ. შეხვედრებით დატვირთული იყო ვიზიტის მეორე დღეც. მხარეებს შორის თანამშრომლობა დღესაც განხილვის მთავარი თემა იყო.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ისევ გვიდასტურებს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად კი რეფორმების განხორციელების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რაც მისი განმარტებით, მოითხოვს გამბედაობას. ბათუმში, ნატოს დელეგაცია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობებსაც გაეცნო, როუზ გოტმიულერმა სანაპირო დაცვის კატარღები მოინახულა.

დღის ბოლოს ის სალომე ზურაბიშვილმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა, ნატოსთვის და ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის გადადგმული ნაბიჯებისთვის.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში