„მასკარადი, მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერა“- ნოდარ მელაძე

05 ოქტომბერი 2019, 18:20 1508 ნახვა

კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა თუ სამართლებრივი პროცედურები?  ტელეკომპანიების-,,ტვ პირველის“ , ,,ფორმულა კრეატივისა“ და ,,მთავარი არხის“  მენეჯერების შემდეგ  პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ,,მთავარი არხის“  საინფორმაციო სამსახურის უფროსი.  

იგი პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა, რომლის განცხადებითაც მელაძე პროკურატურაში მოწმის სახით იყო დაბარებული.

ნოდარ მელაძის განცხადებით მას გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. თუმცა ამბობს,  რომ შეკითხვების ნაწილი ეხებოდა ,,რუსთავი ორში“ მუშაობის დროს გაცემულ ბონუსებს. მისივე განცხადებით,   საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში