პრემიერის ვიზიტი სომხეთში

05 სექტემბერი 2016, 00:00 3649 ნახვა

სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი  უკვე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა განიხილეს.საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტთანაც. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, სადაც გიორგი კვირიკაშვილს სომეხი კოლეგა დახვდა. 

ამავე კატეგორიაში