ვადასტურებ, რომ ბატონი პრეზიდენტი ჩამოვიდა პრეზიდენტის რანგში და არა მატარებელი რაღაც ფორმულების - შტაინმაიერის ვიზიტი

07 ოქტომბერი 2019, 12:12 1417 ნახვა

23  წლიანი  პაუზის შემდეგ საქართველოში  გერმანიის პრეზიდენტი იმყოფება.  ოფიციალური ვიზიტით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩვენს ქვეყანას დღეს ეწვია.  გერმანელ კოლეგას უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილი,  როგორც გაფართოვებულ ისე, პირისპირ ფორმატებში. ამის  შემდეგ კი ჟურნალისტებთან ერთობლივ განცხადებები  გააკეთეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისაუბრეს კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გერმანიის პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი.

''ვადასტურებ, რომ ბატონი პრეზიდენტი ჩამოვიდა პრეზიდენტის რანგში და არა მატარებელი რაღაცა ფორმულების. მე ვისურვებდი, რომ ჩვენს სიტუაციასთან მიმართებაში ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი მუშაობდეს ფორმულებზე. მე ვუხსენებ ჩვენს პარტნიორებს, რომ აუცილებელია, სხვა კონფლიქტთან ერთად, უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იქნას მივიწყებული, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საკმაოდ დაძაბულია სიტუაცია და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში. აუცილებელია, დეესკალაცია და მეორეს მხრივ, რამე გამოსავლის ძიება. ერთ-ერთი მიმართულებაა გაძლიერება იმ ფორმატების, რაც არსებობს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაზრდა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში