მაისური, რომელიც სმენადაქვეითებულებს მუსიკას აგრძნობინებს

07 ოქტომბერი 2019, 22:13 3115 ნახვა

"მგრძნობიარე" მაისური, რომელიც მუსიკის რითმებს ატარებს, სპეციალურად სმენადაქვეითებული და სმენადაკარგული ადამიანებისთვის შეიქმნა.

6 თვის განმავლობაში, მაისურის დამზადებაზე კომპანია სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა. საბოლოო ჯამში, მიიღეს პროდუქტი, რომელიც  სმენის პრობლემების მქონე პირებს  მუსიკას აგრძნობინებს ყველგან -  კონცერტზე, კლუბში ან ნებისმიერ ღონისძიებაზე.

Soundshirt-ი სენსორებისგან შედგება, რომელიც მუსიკაზე რეაგირებს. სხვადსხვა ინსტრუმენტის ჟღერადობისგან მონაცემებს იღებს და ვიბრაციად გარდაქმნის. შედეგად კი, ადამიანი მუსიკალურ ბგერებს რითმად საკუთარ სხეულზე გრძნობს. 

პროექტზე მუშაობისას, კომპანია ჰამბურგის სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობდა, სწორედ მათი ჩართულობით დატესტეს პირველად "მგრძნობიარე" მაისური. ნახეთ პირველი ემოცია, როდესაც ორკესტრის ჟღერადობას პირველად "უსმენს" სმენადაქვეითებული პირები... კომპანია მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში