ჯერ მოასფალტებული და შემდეგ ამოყრილი ქვაფენილი

07 ოქტომბერი 2019, 18:23 1746 ნახვა

ორი დღის წინ მემედ აბაშიძისა და  დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში ამოყრილი ფილების ჩალაგების ნაცვლად კომპანიამ ცარიელი ადგილი მოაასფალტა. მას შემდეგ რაც ჩაბეტონებული ფილები ჩვენი გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა, ბეტონის საფარი გადათხარეს და იქ ისევ ფილების ჩალაგება დაიწყეს. მსგავსად მოასფალტებულია ფილები რამდენიმე მეტრში ისევ თავდადებულის ქუჩაზე.  ასევე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა დაგებული ასფალტი ცხაურების მოსაწყობად ახლო პერიოდში ისევ გადათხარეს.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში