ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა

07 ოქტომბერი 2019, 18:20 1141 ნახვა

ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. საკუთარი სურვილით თუ იძულებით?-ეს მის განცხადებამდე და ახლაც განხილვის საგანია. თუმცა თავად დეპუტატი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და ეს არ უკავშირდება ეკა ბესელიასთან მომხდარ ინციდენტს. ამბობს, რომ პარლამენტს საკუთარი ოჯახისა და გუნდის იმიჯის გადასარჩენად ტოვებს.

ფიქრობს, რომ სიმართლე მის მხარესაა და გარკვეული ჯგუფები მისთვის ტალახის სროლას ცდილობენ. ,,ზარდიაშვილი ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა- ამბობს ეკა ბესელია, რომელიც თვლის, რომ   ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. გარდა იმისა, რომ  ზარდიაშვილს მესამე სექტორი სასამართლო კლანის მფარველად მოიხსენიებს, ასევე მათ ბოლო წლებში, ზარდიაშვილის მიერ  დაგროვებული ქონებაც უჩენს კითხვებს. ზარდიაშვილს პარლამენტში თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ზარქუა ჩაანაცვლებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში