რას გეგმავს მთავრობა ტურიზმის სექტორის დასახმარებლად? 

08 ოქტომბერი 2019, 11:17 1590 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში ხდება. გიორგი გახარიამ მედიისთვის კომენტარი გააკეთა, შემდეგ კი შეხვედრა დაიხურა. 

პრემიერმა თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს სამ პუნქტიანი გეგმა, რომლითაც ტურიზმის სექტორის დახმარებას აპირებს, მომავალი წლის ბიუჯეტში კი, ამისთვის 115 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მთავრობის წევრების ტელეფონები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მათი კარი კი ღიაა. 

''ტურისტულ სექტორში გამოწვევები საკმაოდ ბევრია, უნდა იცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული თქვენთან შეთანხმების გარეშე. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ბაზრების დივერსიციფიცირებაზე და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნაზე.  ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში 115 მილიონი ლარის კონსოლიდირება მოახერხა, რომლებიც ამ მიზნების მისაღწევად დაიხარჯება. ჩვენ მიზანია ჩამოვყალიბდეთ როგორ, რანაირად, სწრაფად და ეფექტურად ვხარჯავთ ამ ფულს. 

გვესმის ჩვენი ფუნქცია როგორ დაგეხმაროთ, მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება, შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტები და დარგში იდეალური საინვესტიციო გარემო. საბოლოო მიზანი ძალიან მარტივია, მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავალი და რა თქმა უნდა ქვეყნის მეტი ცნობადობა. ეკონომიკური ეფექტების გარდა ტურისტებს აქვთ, გადაცემის არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი, ეს არის ქვეყნის ცნობადობის გაზრდა. ამას დღეს ჩვენთვის, განვითარებადი ქვეყნისა და ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ჩვენი გუნდის კარებიც, ტელეფონებიც იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი'', - უთხრა პრემიერმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში