კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

05 სექტემბერი 2016, 00:00 3896 ნახვა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეც ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. დღესვე გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ამავე კატეგორიაში