მთავარი პროკურორის სადავო დიპლომი

08 ოქტომბერი 2019, 20:17 2059 ნახვა

ქვეყნის გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ, ხვალ მოუწევს მას გასცეს პასუხი მთავარ კითხვას - როგორ მოხდა ისე, რომ 1994 წელს დაფუძნებულ უნივერსიტეტში 1993 წელს ჩააბარა. ამ შეუსაბამობის გამოსარიცხად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პასუხებს ითხოვს.

მოკლედ საქართველოში, იუსტიციის მინისტრის დიპლომის შემდეგ, კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომის მიმართაც ჩნდება. სხვათა შორის დღეს წულუკიანის დიპლომი ოთარ კახიძემ ახსენა, რასაც მინისტრი ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა და კახიძეს „ლუზერი“ უწოდა.

კიდევ ერთი ინსტიტუტი, რომელიც თადუმაძესთან ერთად სხვა კანდიდატების იურიდიული განათლების ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტებს აყენებს ეჭვქვეშ ეს სახალხო დამცველის აპარატია. ჩამონათვალში მოხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ზაზა თავაძე  და მოსამართლე მირანდა ერემაძე

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში