აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეები აკაკი ძნელაძე და ჯემალ სურმანიძე იქნებიან 

09 ოქტომბერი 2019, 10:36 5816 ნახვა

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. ახალ კადრებს მაია ხაჯიშვილი თანამშრომლებს რამდენიმე წუთში წარუდგენს. 

მოადგილეებად აკაკი ძნელაძე და ჯემალ სურმანიძე შეარჩიეს. 

აკაკი ძნელაძე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში, ''ქართული ოცნების'' დეპუტატი იყო. ის სამინისტროში კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს. 

რაც შეეხება ჯემალ სურმანიძეს, ის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო. 

აჭარის განათლების მინისტრს სულ 4 მოადგილე ყავს. მათ შორის ალექსანდრე დავითაძე და ბადრი ნაკაშიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში