დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ნათლული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 

09 ოქტომბერი 2019, 12:29 1680 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მუხაძის ქუჩაზე, ნათლულს, წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი  ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში