უვადო მოსამართლეობის მსურველ გენერალურ პროკურორს კითხვები გახმაურებულ საქმეებზე დაუსვეს

09 ოქტომბერი 2019, 20:10 1521 ნახვა

მთელი გასაუბრების განმავლობაში დიპლომის თემა პერიოდულად აქტიურდებოდა. ბევრს კითხვები მაინც დარჩა, როგორ ჩაირიცხა, რა ერქვა სასწავლებელს, რას და როგორ სწავლობდა და ვინ არიან მისი კურსელები - ამ კითხვების ავტორები ამბობენ, რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია რადგან საუბარია კანდიდატზე, რომელიც შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მართლაც გახდეს.

მითუმეტეს მაშინ როდესაც მას მმართველმა გუნდმა ერთხელ უკვე გამოუცხადა ნდობა და გენერალური პროკურატურა ჩააბარა. სხვათაშორის სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით მისთვის არავის უკითხავს რას ფიქრობს წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლოზე ან ახალზე - ეს ალბათ იმიტომ, რომ  იგი მოსამართლე არასდროს ყოფილა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში