პოლიცილების მკვლელობაში თანამონაწილეობაზე - "ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 პოლიციელს"

10 ოქტომბერი 2019, 10:33 1715 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელი ღირსება და მათი ყოველდღიური საქმიანობა, ერთეული შემთხვევების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. პრემიერის თქმით, მძიმე აღსაქმელი იმის გაგება, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი 5 პირიდან 2 პოლიციელი აღმოჩნდა.

''ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე კომპონენტი და შედეგი. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს  ჩრდილს  40 000 ადამინს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას. თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და ღირსებას. 

მაშინ, როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, რომ სამართალდამცავი, თავიანთი კოლეგების, მთლიანი სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ჩაიდენს დანაშაულს ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით. ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი.  ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ, ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლებას დაწყებული'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

5 ოქტომბერს 2 პოლიციელი დააკავეს, რომლებსაც 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობასა და თანამონაწილეობაში ედებათ ბრალი. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კი, 6 ოქტომბერს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე პოლიციელი დააკავა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში