ქალები, რომლებზეც სავარაუდოდ დეპუტატებმა იძალადეს - გახმაურებული საქმეები და შედეგები

11 ოქტომბერი 2019, 18:23 2685 ნახვა

თამთა თოდაძის საქმე -  დეპუტატების  მხრიდან სექსუალური ხასიათის სავარაუდო დანაშაულის  პირველი შემთხვევა  არ არის. 4 თვეზე მეტია  გამოძიება არ დასრულებულა  ბსუს სტუდენტის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფატზე . დაზარალებული ამ დრომდე ექსპერტიზის  პასუხს ელოდება.

როგორც ადვოკატი ამბობს,  ტელეფონი ისევ ექსპერტიზის ბიუროშია, თუმცა შედეგები ცნობილი ჯერაც არ გამხდარა. სტუდენტი  უკვე ყოფილ ლექტორსა და ბათუმის საკრებულოს  დეპუტატს ომარ მახარაძეს ინტიმური შინაარსის შეტყობინებების გაგზავნაში  ადანაშაულებს. 

მახარაძემ ბათუმის საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, თუმცა  დეპუტატის სტატუსს ისევ ინარჩუნებს.

სექსუალური ხასიათის დანაშაულის გამოძიებისას სამართალდამცველი სტრუქტურების არასაკმარის კომპეტენციაზე საუბრობს ძალადობის მსხვერპლთა საქმეებზე მომუშავე ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი  ბაია პატარაია .მისივე თქმით სპეციფიურ საქმეებზე გამოკითხვები  მაღალი სტანდარტებით  არ ტარდება.  ამბობს, იმასაც რომ  ქართულ სასამართლოში მოქმედებს  ორმაგი სტანდარტები, რადგან თუ მოძალადე გავლენიანი პირია  დაზარალებულს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად რთული ეტაპების გავლა უწევს.  მისივე ინფორმაციით  ბოლო წლებში  ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართვიანობა გაზრდილია.

გახმაურებულოია კიდევ  ერთი სავარაუდო ძალადობის ფაქტი.სექსუალურ შევიწროვებასა და მუქარაში ადანაშაულებს  ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი ქართული ოცნების დეპუტატ ენზელ მკოიანს, თუმცა საქმეზე გამოძიება არცკი დაწყებულა.   პროკურატურამ საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში