200-მდე ოჯახს ქობულეთში სასმელი წყალი არ მიეწოდება

12 ოქტომბერი 2019, 18:30 1652 ნახვა

ქობულეთში 200-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა. სოფელ ქობულეთის მცხოვრებლები  ამბობენ , რომ წყლის მიწოდება ერთი კვირის წინ მილის დაზიანების გამო შეუწყდათ  რასაც გაგებით მოეკიდნენ, თუმცა შესაბამის უწყებაში დღეს, მათ  სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

„ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორს ვერც ჩვენ დავუკავშირდით , მერიაში  კი გვითხრეს, რომ  წყლის სათავე ნაგებობასთან  მეწყერი ჩამოწვა და მიწის მასამ  მილი წაიღო. 

„ქობულეთის სოფლის წყალსა“  და მერიაში  სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს და სიტყვიერად განმარტეს, რომ  წყალსადენზე აღდგენითი სამუშაოები  აქამდე მიუვალი გზის გამო  გაჭიანურდა და ირწმუნებიან ,რომ   წყალმომარაგება   დღესვე აღდგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში