ამინდი - კვირის ბოლომდე უმეტესად მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება

13 ოქტომბერი 2019, 13:19 1986 ნახვა

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მზიანი და თბილი ამინდი  იქნება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში +21, +23, დასავლეთის დაბლობზე +26, +28, აღმოსავლეთის ბარში +23, +25 გრადუსს შორის იმერყევებს.

თბილ და უნალექო ამინდს საქართველოზე მოქმედი ანტიციკლონი განსაზღვრავს, რომელიც უმეტესად მზიან ამინდს განაპირობებს.

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 (გრილი) გრადუსია. მზის UV index #6 (ნორმის ფარგლებში) გასარუჯად კარგი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში